style="cursor:default;">

"ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადმიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან."
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაб 1948 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 7.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის" შეიქმნა 1996 წლის 18 მარტს.

ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 80-იან წლებში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისათვის გასამართლებული პირები. მისი წევრობა შეუძლია არა მხოლოდ ყოფილ პოლიტპატიმრებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს წესების მოთხოვნებს. ამჟამად ორგანიზაციაში გაერთიანებულია 87 წევრი.

 

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა;
აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა;
უფლების შელახვის ყოველი გამოვლენილი ფაქტის შეტყობინება ადგილობრივი და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის და მედიის საშუალებებისათვის და დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით.
იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა, რომლებიც უშუალოდ ეხებიან ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის საკითხებს.
საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრობლემატიკის პოპულარიზაცია.

ორგანიზაციამ არსებობის 16 წლის მანძილზე განახორციელა 50-მდე პროექტ ი.